თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსახატად უნივერსიტეტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან. პროტესტის მონაწილეებმა უნივერსიტეტიდან პლაკატები გადმოფინეს და შენობას საპროტესტო წარწერები მიაკრეს: “იძებნება ეთიკა”, “არაეთიკური ეთიკის კომისია”.
შეგახსენებთ, რომ პროტესტში მონაწილე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილს, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, სტატუსი შეუწყდა. სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, სტატუსის შეწყვეტაზე შეტყობინება უნივერსიტეტის ათმა სტუდენტმა მიიღო.
ასევე გუშინ გახდა ცნობილი, რომ ათობით გაფიცული სტუდენტი 5000 ლარით დააჯარიმეს.