ახალი ამბები

სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სცემეს

სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილი სოციალ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის განცხადებიდან ერთ საათში ზუკა ბერძენიშვილს საცხოვრებელ სახლთან სამი თავდამსხმელი დახვდა.

„ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ „აღშფოთებული მოქალაქეები“ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ, უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ“, – წერს ნიკოლეიშვილი.

იტვირთბა....