“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ძმა, გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ზურა ჯაფარიძეს სახლთან ტიტუშკები ელოდებიან.
“ჩემს ძმას სახლთან ელოდებიან ტიტუშკები. არიან ეზოში სახლის წინ და ეზოს გარეთაც. შავებში ჩაცმული ბევრი დაკუნთული გამოუშვეს პუტინის მონებმა. კამერები იღებს ყველაფერს”, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.