თავდასხმის მსხვერპლ სტუდენტს ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს. ნიკო მანაგაძე გვიან ღამემდე პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა. რუსული კანონის მოწინააღდემეგე სტუდენტი დარწმუნებულია, რომ ეს გამოძიება მხოლოდ ფორმალობაა. ამაზე მეტყველებს ის კითხვები, რომელიც მას დაუსვეს და საქმე, რომელიც წინ ვერ წავიდა.
რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი გამოკითხვა. ამ დრომდე არ მაქვს დაზარალებულის სტატუსი მონიჭებული და ვიკითხებოდი როგორც მოწმე ჩემივე თავდასხმის საქმეზე. შესაბამისად, სარ მაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ საერთოდ არის თუ არა ადგილიდან ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოღებული, იდენტიფიცირებული არის თუ არა ვინმე და მითუმეტეს, გამოკითხული და დაკავებული. აბსოლუტურად ფორმალური შეკითხვები იყო. მე ფიზიკურად არცერთი არ მახსოვს, იმიტომ, რომ პირველი დარტყმა გახორციელდა მაშინ, როცა ზურგით ვიყავი, – ამბობს მანაგაძე.
“პირველები” პოლიციის იმ განყოფილებაში მივიდა, სადაც მანაგაძე იკითხებოდა, თუმცა იქ კითხვაზე, რა ეტაპზეა გამოძიება, პასუხის გაცემა არ ისურვეს.
ჭავჭავაძის გამზირზე, კამერებით გარშემორტყმულ ტერორიაზე მომხდარი ძალადობიდან უკვე მეოთხე დღე გავიდა, თუმცა ადამიანები, ვინც ნიკო მანაგაძე სცემეს და დაასისხლიანეს, ამ დრომდე არავის დაუკავებია.
ნიკო მანაგეძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაიწყო.