ვარშავაში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში,ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ინფორმაციას ამის შესახებ RMF24 ავრცელებს.
სახანძრო სამსახურის ცნობით, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რადგან ადგილზე სწრაფად აალებადი მასალა იყო.
როგორც ცნობილია, ადგილზე 180 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.