ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი”– ირაკლი კობახიძე

“ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი – გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა”–  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისივე თქმით, ის მზადაა ყურადღებით მოისმინოს და განიხილოს ყველა სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით. ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კანონის განხილვის შესაბამისი პროცედურა”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....