ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელზე, ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი 4 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების სახით სწორედ 4 000 ლარის ოდენობით გირაო მოითხოვა, რაც მოსამართლე ია ბარამიძემ დააკმაყოფილა.

ასევე, ბრალდებულ კობა ფიფიაშვილს აეკრძალა ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება და ყველანაირი სახის კომუნიკაცია.

” საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.

კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.” – განაცხადა პროკურატურამ

შეგახსენებთ, რომ პედაგოგს თავს 5 მაისს დაესხნენ.

იტვირთბა....