უელსის პრინცესის, ქეით მიდლტონის ძმა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
ჯეიმს მიდლტონი დასთან ერთად გადაღებულ ბავშვობის კადრს გვიზიარებს და ქეითის მისამართით წერს: “წლების განმავლობაში ბევრ მთაზე ავსულვართ ერთად. მთელი ოჯახი ამასაც ავივლით შენთან ერთად“ – წერს ჯეიმსი.
ცნობისთვის, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. აღნიშნულის შესახებ ქეითმა ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.
უელსის პრინცესამ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი თებერვლის ბოლოს დაიწყო, თუმცა არ დაუკონკრეტებია სიმსივნის ტიპი.
მიდლტონის თქმით, სიმსივნე ექიმებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც პრინცესამ 2024 წლის 16 იანვარს კლინიკაში გეგმური მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა, თუმცა “იმ პერიოდში ითვლებოდა, რომ მისი მდგომარეობა არ იყო სიმსივნური”.