თბილისში დაკარგული 24 წლის გოგონა ყოფილი მოდელია. ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მარია ნარკოტიკზე დამოკიდებულია და მხოლოდ მოხუცი დედა ჰყავს, გოგონას შვილს კი ნათესავები ზრდიან. ასევე ირკვევა, რომ დაკარგული გოგონა კურიერად მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით დაიჭირეს და ახლა პირობითი მსჯავრი აქვს. ელისო კილაძე ამბობს, რომ 24 წლის ახალგაზრდა ქალს თან არ აქვს მობილური ტელეფონი, მოიხმარს ამფეტამინს და ბოლოს აფრიკის დასახლებაში მიტოვებულ ვაგონში ნახეს.
იტვირთბა....