უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას სურვილი აქვს, რომ საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მშვიდობის მიღწევის, ასევე აშშ-ისგან მხარდაჭერის გაგრძელების გარანტი იქნება.
„ხვალ ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას მშვიდობის მიღწევისთვის. დაგეგმილია ვიზიტი საუდის არაბეთში. მომზადებულია უკრაინისა და შეერთებული შტატების გუნდების შეხვედრა საუდის არაბეთში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინასა და აშშ-ს შორის შეხვედრაა დაგეგმილი.
უკრაინული დელეგაცია ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაოდ დარჩება, თუმცა შეხვედრას თავად ზელენსკი არ დაესწრება. შეხვედრას უკრაინიდან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის უფროსის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა დაესწრებიან.