ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად სამშვიდობო მოლაპარაკებებში მთავარ როლს დაიკავებს – Times

დიდი ბრიტანეთი მთავარ როლს შეასრულებს აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რათა თავიდან აიცილონ ახალი კონფლიქტი, – ამის შესახებ გამოცემა „თაიმსი“ წერს.

როგორც გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მრჩეველი ჯონათან პაუელი შაბათ-კვირას უკრაინაში იმყოფებოდა, რათა კონსულტაცია გაეწია ზელენსკისთვის, სანამ უკრაინის წარმომადგენლები სამშაბათს აშშ-თან მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას.

გამოცემის თქმითვე, ბრიტანელები ცდილობენ, თავიდან აიცილონ დონალდ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში მომხდარი კონფლიქტის გამეორება. ამასთან, გამოცემაში აღნიშნულია, რომ კირ სტარმერი ცდილობს, დაარწმუნოს ტრამპი, განაახლოს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება უკრაინისთვის.

ცნობისთვის, 11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებია დაგეგმილი.

 

,

იტვირთბა....