ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტერაქტი ერაყში: დაღუპულია 26 ადამიანი

26 ადამიანი დაიღუპა ტერაქტის შედეგად ერაყში – ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება.

თავდასხმა ბაღდადის გარეუბანში მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ფეხბურთის მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონთან აიფეთქა თავი.

პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 71 ადამიანი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

იტვირთბა....