აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“Human Rights Watch-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სასაფლაოზე” – გრიგოლ გეგელია

Human Rights Watch-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სასაფლაოზე, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს დასკვნა მოუწოდებს რეჟიმს, გააუქმოს კანონები და შეცვალოს მავნებლური პოლიტიკური კურსი“.

„Human Rights Watch-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სასაფლაოზე, სადაც ჩვენ უკვე ვნახეთ, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნები, რომელიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმმა მოსპო და გაანადგურა თავისუფლების კერები ამ ქვეყანაში, რადგან მისი მიზანია ამ ქვეყნის სრული რუსიფიკაცია, ამ ქვეყანაში თავისუფლების ყველა ჩანასახის მოკვლა და ამით საქართველოს ევროპული და ატლანტიკური მომავლის სრული და საბოლოო გადაგვარება. შესაბამისად, ეს დასკვნა მოუწოდებს რეჟიმს იმისკენ, რომ არსებითად შეცვალოს, ანდა სრულად გააუქმოს ეს დრაკონული კანონები. მოუწოდებს იმისკენ, რომ ზოგადად შეცვალოს ის მავნებლური პოლიტიკური კურსი, რამაც აზარალა ქართველები, საქართველო, ჩვენი საზოგადოება. რამაც აზარალა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და პრესტიჟი, რასაც აქვს პირდაპირი გავლენა მათ შორის ქვეყნის ეკონომიკაზე და იმ შემზარავ სოციალურ მდგომარეობაზე, რაც გვაქვს ქვეყანაში“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

იტვირთბა....