პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ – განუცხადა Reuters-ს კრემლთან დაახლოებულმა სამმა წყარომ. მათი თქმით, უკრაინის ბოლო დროინდელმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და პორტებზე მხოლოდ გააძლიერა მისი გადაწყვეტილება, ჯერჯერობით გააგრძელოს ბრძოლა.
ორი წყარო, რომელმაც ვინაობის გაუმჟღავნებლობის პირობით ისაუბრა, Reuters-თან აცხადებს, რომ პუტინი, პირიქით, სავარაუდოდ, მოახდენს კონფლიქტის ესკალაციას, რომელიც უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც რეგულარულად ხვდება პრეზიდენტს, მომავალ თვეებში ესკალაციის „მაღალი ალბათობა“ ახსენა.
ეს კომენტარები მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ორშაბათის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პუტინს ომის დასრულება სურს და რომ შეთანხმება „უფრო ახლოსაა, ვიდრე ხალხს ჰგონია“. გასულ კვირას ტრამპმა ცალ-ცალკე გამართა სატელეფონო საუბრები პუტინთან და მის უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან. იგი ზელენსკის ოთხშაბათს, NATO-ს სამიტზეც შეხვდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მათ განიხილეს „იდეები მშვიდობის დასაახლოებლად“.
თეთრ სახლს კომენტარის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუცია.

