სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტის ტექსტი წლის ბოლომდე გამოქვეყნდება. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადების პასუხად აღნიშნა.
კერძოდ, ჯეიჰუნ ბაირამოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ბაქოს მოთხოვნა სომხეთის ძირითად კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. ბაირამოვის თქმით, სომხეთის კონსტიტუციაში მოცემული ტერიტორიული პრეტენზიების მოგვარების შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა შესაძლებელია უკვე მეორე დღეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დელიმიტაციისა და ექსკლავების საკითხები მხოლოდ ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე გადაწყდება.
„წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა ამოიწურა, ისინი განხილულია და ერთ საბოლოო საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიღებულია. კონკრეტულ ვადას ამჟამად არ დავასახელებ, მაგრამ ტექსტს წლის ბოლომდე გამოვაქვეყნებთ“, – განმარტა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერევანი, პრინციპულად არ განიხილავს თავის შიდა საკითხებს საგარეო პოლიტიკის ასპარეზზე და კონსტიტუციური რეფორმის დღის წესრიგი მმართველი პარტიის საარჩევნო პლატფორმის ნაწილია, რომელსაც 726 000 მოქალაქემ მისცა ხმა.

