ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი დუმილის უფლებას იყენებს

პარიზის ტერაქტებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული სალაჰ აბდესლამი დუმილის უფლებას იყენებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტელეკომპანია BBC ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ბელგიელი პროკურორები ამბობენ, აბდესლამმა უარი განაცხადა ბრიუსელში რამდენიმე დღის წინ განხორციელებული თავდასხმების შესახებ საუბარზე. შეგახსენებთ, რომ 26 წლის სალაჰ აბდესლამი 4-თვიანი ძებნის შემდეგ ბრიუსელში 18 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ის ამ დროისთვის ბრიუგეს მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება. თავდაპირველად აბდესლამი საფრანგეთში ექსტრადირებაზე უარს აცხადებდა. ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ კი მან საფრანგეთში ექსტრადირება მოითხოვა. ტერორისტის ექსტრადირების საკითხს სასამართლო 31 მარტს განიხილავს.

სამართალდამცველებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ბელგიაში, გერმანიასა და საფრნგეთში 12 ეჭვმიტანილი დააკავეს. 9 პირი ბრიუსელში აიყვანეს, თუმცა რამდენიმე მათგანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ბრიუსელში 5 დღის წინ მომხდარ ტერაქტების სერიას 31 ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....