ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ირაკლი კობახიძეს, შესაძლოა, ჰქონდეს მოსაზრებები, რომლებსაც არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, მისი პრეროგატივაა მინისტრების მოხსნა, დანიშვნა, არავითარი დაპირისპირება არ არის” – ღარიბაშვილი

ირაკლი კობახიძეს, შესაძლოა, ჰქონდეს მოსაზრებები, რომლებსაც არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, მისი პრეროგატივაა მინისტრების მოხსნა, დანიშვნა, არავითარი დაპირისპირება არ არის – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა დაპირისპირება მასა და პრემიერ-მინისტრს შორის.

“პრემიერ-მინისტრი როცა ვიყავი, მაშინ, თუ არ ვცდები, ექვსი მინისტრი შევცვალე. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. ირაკლი კობახიძეს, შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც, შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, ან პირიქით, მინისტრს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება. მე როგორც ვიცი, თავად მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება და ასევე, პრემიერს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება, ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა დამშვიდობება. არავითარი დაპირისპირება არ არის. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა. მე მოვისმინე რაღაც სხვა განცხადებებიც, თითქოს ადმინისტრაციის უფროსიც გაუშვეს. უკაცრავად, ადმინისტრაციის უფროსი არის ნდობით აღჭურვილი პირი პრემიერ-მინისტრის. ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი? აი, გესმით?! ძალიან მარტივი ასახსნელია საზოგადოებისთვის“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....