ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ნამდვილად, თავის დროზე, მთელს ჩვენს ბირთვულ იარაღზე ვთქვით უარი. ეს ბევრი წლის წინ იყო. ნატოზე უნდა გავცვალოთ” – ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინა ბირთვული იარაღის დაბრუნებას არ ითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ ნატოში წევრობას საჭიროებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“ჩვენ ნამდვილად, თავის დროზე, მთელს ჩვენს ბირთვულ იარაღზე ვთქვით უარი. ეს ბევრი წლის წინ იყო. ნატოზე უნდა გავცვალოთ. ეს ჩემი მოსაზრებაა. ის ბაიდენსა და ტრამპს გავუზიარე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის უკრაინის მიერ ბირთვული შეიარაღების აღდგენის შესახებ საუბარი არ მიმდინარებს.

“ჩვენ არ ვითხოვთ მოგვცენ ან დაგვიბრუნონ ბირთვული იარაღი. კი, არ ვითხოვთ ამას. ჩემი პოზიცია ძალიან მკაფიოა. ჩვენ გავეცით, მაგრამ არაფერი არ მივიღეთ. და მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომი და ბევრი მსხვერპლი მივიღეთ, ამიტომ დღევანდელი დღისთვის მხოლოდ ერთი გამოსავალი გვაქვს. ამიტომ გვჭირდება ნატო, ვინაიდან იარაღი არ გვაქვს, რომელიც პუტინის გაჩერებას შეძლებდა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნატოს თანაზომიერი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის არ არსებობს.

“ბირთვული იარაღი გავეცით. ნატო არ მივიღეთ. და მათ ვკითხე, შეგიძლიათ დამისახელოთ-თქო სხვა მოკავშირეები ან სხვა “უსაფრთხოების ქოლგა” ან რამე მსგავსი, უკრაინისთვის რამე უსაფრთხოების ზომები და გარანტიები, რომლებიც ნატოს თანაზომიერი იქნება? ვერავინ ვერ მეუბნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....