მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგები იზიარებენ საქართველოში არსებული სიტუაციის გადაუდებლობას… ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა რჩება უცვლელი” – სენატორი შაჰინი

“მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგები იაზრებენ საქართველოში არსებული სიტუაციის გადაუდებლობას… ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა რჩება უცვლელი”, – ამის შესახებ “ქართველი ხალხის აქტის” თანაავტორი სენატორი ჯინ შაჰინი საუბრობს და კანონპროექტის მხარდამჭერი სენატორების რაოდენობის ზრდას ეხმაურება.

“მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგები სენატში იაზრებენ საქართველოში არსებული სიტუაციის გადაუდებლობას და დათანხმდნენ, რომ გახდნენ შეერთებული შტატების სენატში რეგისტრირებული კანონის – “ქართველი ხალხის აქტის” თანამონაწილეები.

ჩვენ ერთად ვგზავნით მკაფიო სიგნალს იმაზე, რომ არსებობს ჩვენი კანონმდებლობის ორპარტიული მხარდაჭერა და საქართველოსთან მიმართებით ჩვენი პოზიციის მხარდაჭერა, ასევე, უცვლელი რჩევა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა იმის მიუხედავად, თუ რომელი პარტია აკონტროლებს ვაშინგტონს”, – ამბობს ჯინ შაჰინი. 

იტვირთბა....