ახალი ამბები მთავარი

“გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა, ეს არ არის ივანიშვილის პირველი შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ” – გიორგი გახარია

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის მუქარას, გახარიას პარტიის სისხლის სამართლებრივ გასამართლებაზე ბრიფინგზე გამოეხმაურა.

აქამდე, ბიძინა ივანიშვილი TV IMEDI-სთან ინტერვიუში პარტია საქართველოსთვის წევრებს და მის ლიდერს, გიორგი გახარიას გასამართლებით დაემუქრა.

ივანიშვილი გახარიას პარტიის წევრებს გასამართლებით ემუქრება
როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, ეს არ არის პირველი მუქარა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის მხრიდან, რომელიც მის წინააღმდეგ იყო მიმართული.

გახარიას შეფასებით, ივანიშვილი “სასოწარკვეთილი, შეშინებული ადამიანია, რომლის ადეკვატურობაშიც საქართველოს მოქალაქეებსაც უკვე ეჭვი ეპარებათ”.

“გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა, ეს არ არის ივანიშვილის პირველი შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ გეუბნებით, მუქარა არ არის პირველი, მაგრამ პირველი რაც მოხდა ეს არის, რომ გამოვიდა ეს კაცი და საჯაროდ იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებით და დაჭერებით – რაც მთავარია, ემუქრება ჩემი გუნდის, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების წარმომადგენლებს.

ამიტომ, აბსოლუტურად ღიად, მინდა თითოეულ ჩვენი გუნდის წევრს გამოვუცხადო მხარდაჭერა და ვუთხრა მათ, რომ ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანები, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაშიც მარტო მე კი არა, საქართველოს მოქალაქეებსაც უკვე ეჭვი ეპარებათ, ეს ადამიანი არათუ არანაირი მუქარის განმხორციელებელი არ არის, უბრალოდ თვითონ ეტყობა როგორი სასოწარკვეთილი, ემოციური კონტროლისგან გასული და გონივრულობის მიღმა ისეთ რაღაცებს საუბრობდა, რომელზეც მე არც გავცემ პასუხს”. – თქვა გიორგი გახარიამ

იტვირთბა....