aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინიცირებული ამნისტია მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება

aviabiletebi
ავიაბილეთები

იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის – „გირჩის“ ახალ ინიციატივას „ლელოს“ და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.

„გირჩის“ მომზადებულ ამნისტიის პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში განსაკუთრებით დიდი ოდენების ნივთურების შენახვის ბრალდებით გაუშვეს.

ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო დანაშაულისთვის დაკავებულებსაც.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, “გირჩის” ინიციატივას მხარს უჭერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, ხატია დეკანოიძე, პროექტს სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ ევროპელი სოციალისტებიც კი.

ინიცირებული ამნისტია მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება – თუ პარლამენტი “გირჩის” ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც გავრცელდება.

შემოთავაზებული ვერსიით, სასჯელის შემცირება, ან ციხიდან გათავისუფლება ნარკოდანაშაულის გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების მუხლებზეც ვრცელდება. სწორედ ამ მუხლებით იხდის სასჯელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

იტვირთბა....