aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გახარიას პარტია: #ნუგვეტენებით

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია “საქართველოსთვის” წინსაარჩევნოდ არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან გაერთიანებას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადებას მიხეილ დაუშვილი აკეთებს. გიორგი გახარიას გუნდი წევრის თქმით, გაერთიანებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ვერსია მხოლოდ პარტიის დაზიანებას ემსახურება, რომელიც კოლექტიური “ოცნების” და ასევე კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ინტერესებშია.

#ნუგვეტენებით – წერს დაუშვილი სოციალურ ქსელში.

არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მკაფიოდ, არანაირ გაერთიანებას
არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ ვაპირებთ. გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” 2024 წლის არჩევნებზე გადის დამოუკიდებლად. Ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საუბარი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, არის ტყუილი და “ოცნების” პროპაგანდის ნაწილი, რომლის მიზანიც ჩვენი დაზიანების მცდელობაა, Ჩვენი დაზიანება კი თანაბრად შედის როგორც კოლექტიური “ოცნების”,
ასევე კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ინტერესებში.

“ნაცმოძრაობასთან” (მათ შორის ნიკა გვარამია და ნიკა მელია) არც არჩევნებამდე და არც
არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიას არ ექნება არავითარი კავშირი და თანამშრომლობა,
რადგან ჩვენს შორის არის ღირებულებითი სხვაობები როგორც წარსულთან, ისე აწმყოსა
და მომავალთან მიმართებით.

ეს კამპანია გუშინ წამოიწყო ლევან ბეჟაშვილმა, გააგრძელა ნიკა გვარამიამ და “ოცნების”
პროპაგანდამ. ეს მავნე განცხადებები საეჭვოდ მოკლე დროში გარდაიქმნა პროდუქტად “ოცნების”
პროპაგანდული მედიების ტყუილისთვის. ყველას, ვინც ამ ტყუილით და მავნე სპეკულაციებითაა დაკავებული, ვურჩევთ საკუთარ პარტიებს და პოლიტიკურ ცხოვრებას მიხედონ.
#ნუგვეტენებით

“კოლექტიური ნაცმოძრაობა” და “კოლექტიური ოცნება” ერთად ცდილობს ჩვენს
დაზიანებას, რადგან კარგად იციან ვის უჭირავს ხელში მათი დამარცხების გასაღები, – წერს მიხეილ დაუშვილი.

იტვირთბა....