aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გადმომეცით შვილის ცხედარი, რომ ადამიანურად დავმარხო” – ნავალნის დედის მიმართვა პუტინს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ალექსეი ნავალნის დედა პუტინს მიმართავს და შვილის ცხედრის დაბრუნებას ითხოვს. ალექსეი ნავალნის დედამ, ლუდმილამ ვიდეომიმართვა ჩაწერა.

როგორც ნავალნის დედა ამბობს, შვილის ცხედარს მეხუთეა დღეა არ აჩვენებენ.

“ჩემს ზურგს უკან არის სასჯელაღსრულების კოლონია IK-3 ”პოლარული მგელი”, სადაც ჩემი შვილი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა 16 თებერვალს. მეხუთე დღეა ვერ ვხედავ, სხეულს არ მაძლევენ და არც მეუბნებიან სად არის.

მოგმართავთ, ვლადიმერ პუტინ, საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ნება მომეცით, საბოლოოდ ვნახო ჩემი შვილი. მოვითხოვ, რომ ალექსის ცხედარი სასწრაფოდ გადმოგვეცეს, რათა ის ადამიანურად დავმარხო”, – ამბობს ვიდეომიმართვაში დედა.

 

იტვირთბა....