ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“შოუს ნუ დადგამთ” – დაპირსპირება საკრებულოში

ხმაური იყო დღეს საკრებულოში, სადაც ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორები მივიდნენ. ისინი იმ შეხვედრაზე დასწრებას ითხოვდნენ, რომელზეც ფრაქცია “რესპუბლიკელები”, მერიის შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები და ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ბოლო დღეებში საბავშვო ბაღებში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

საკრებულოში მისულ ბაღებიდან გათავისუფლებულ დირექტორებს “რესპუბლიკური პარტიიდან” განუმარტეს, რომ ისინი შეხვედრაზე დასწრებას ვერ შეძლებდნენ და სთხოვეს მათთვის მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცათ.

“შოუს ნუ დადგამთ, დაგვაცადეთ შეხვედრა,” – განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან მერიის შენობასთან ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები შეიკრიბნენ. ისინი კვლავ აპროტესტებენ რამდენიმე ბაღის დირექტორის გათავისუფლებას. მშობლები ყოფილი დირექტორების თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვენ და გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.

ისინი დაახლოებით საათნახევარი ელოდნენ მერიის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას, თუმცა, მათ მოთხოვნას ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.

იტვირთბა....