aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბელარუსი პოლიტპატიმარი იგორ ლედნიკი პატიმრობაში გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბელარუსი აქტივისტი და ლუკაშენკოს ოპონენტი იგორ ლედნიკი 63 წლის ასაკში, პატიმრობაში გარდაიცვალა.

ლედნიკი 2022 წლის 12 აპრილს დააკავეს. მას ლუკაშენკოს მიმართ “ცილისმწამებლურ განცხადებებს” ედავებოდნენ. 2022 წლის ივლისში სასამართლომ ლედნიკის Facebook გვერდი “ექსტრემისტულ მასალად” ცნო.

მისჯილი ჰქონდა 3 წლიანი პატიმრობა და სასჯელს მოგილევის №15 გამასწორებელ კოლონიაში იხდიდა.

პატიმრობაში ლედნიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ჰქონდა გულის პრობლემები და ოპერაციაც დასჭირდა.

ლედნიკი იყო ბელარუსის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პარტია 2020 წლის აქციების დროს, დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატებს, მათ შორის სერგეი ტიხანოვსკის უჭერდა მხარს

იტვირთბა....