aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამი დღის წინ ვლადიმირ პუტინმა მოკლა ჩემი ქმარი, ჩემი შვილების მამა – მე გავაგრძელებ მის საქმეს” – რას აცხადებს ნავალნის მეუღლე

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი ქმრის საქმეს გააგრძელებს.

„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. მე მინდა ვიცხოვრო თავისუფალ რუსეთში, მინდა ავაშენო თავისუფალი რუსეთი. სამი დღის წინ ვლადიმირ პუტინმა მოკლა ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი. პუტინმა ჩემი შვილების მამა მოკლა. პუტინმა წაიღო ყველაზე ძვირფასი, რაც მქონდა, მაგრამ პუტინმა ნავალნი თქვენც წაგართვათ. მასთან ერთად უნდოდა მოეკლა ჩვენი იმედი, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი მომავალი“, – აღნიშნა იულია ნავალნაიამ.

ალექსეი ნავალნის მეუღლემ საზოგადოებას მოუწოდა, მასთან ერთად იბრძოლონ ომის წინააღმდეგ, უსამართლობისა და კორუფციის წინააღმდეგ.

„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. განაგრძეთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის. მოგიწოდებთ, ჩემს გვერდით დადგეთ. გავიზიაროთ არა მხოლოდ მწუხარება და ტკივილი, არამედ, გთხოვთ, გაიზიაროთ ჩემი სიბრაზეც“, – განაცხადა იულია ნავალნაიამ ვიდეო მიმართვაში.

ცნობისთვის, იულია ნავალნაია ბრიუსელში იმყოფება, სადაც დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე სიტყვით გამოვა.

იტვირთბა....