ვიდეო

„მოგესალმებით შეყვარებულო, ქალბატონო, ინგა“ – ინციდენტი პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

“მოგესალმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა” – ამგვარად  მიესალმა “ქართული ოცნების” დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემაში ჩართვისას. გრიგოლიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რეპლიკა უადგილო იუმორის გამოხატულებად მიიჩნია:

“ვითომ რეპლიკა, ვითომ ხუმრობანარევი, მაგრამ ეს ძალიან მძიმე თემაა და არ მგონია სახელისუფლებო გუნდი დღეს იყოს მაინცდამაინც კარგ მდგომარეობაში, როცა კაციშვილმა არ იცის, ვინ ახდენს ქვეყანაში მორალურ ტერორს ადამიანებზე. არ ვთვლი, რომ ხელისუფლებას ახლა სახუმაროდ აქვს საქმე, რადგან 11 მარტიდან გავიდა ბევრი დრო. დღეს არის 25 მარტი და დღეს არცერთმა ჩვენგანმა არ იცის, ვინ გვიწყობს ქვეყანაში მორალურ ტერორს” – უპასუხა ინგა გრიოლიამ დეპუტატის მისალმებას.

იტვირთბა....