ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელი უნდა შევუშალოთ რუსეთს, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში” – საქართველოს პრეზიდენტი

ხელი უნდა შევუშალოთ რუსეთს, გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში – ამის შესახებ ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“რუსეთი, რასაც ახლა აკეთებს, ეს იყო ფაქტობრივად, გაცხადებული 2007 წელს, რომ ის არ მისცემდა უფლებას დასავლეთს შესულიყო შავი ზღვის რეგიონში. 2008 წელს მოხდა საქართველოს მოვლენები, შემდეგ მოჰყვა ყირიმი, ისევ შავი ზღვის რეგიონი და ომი უკრაინაში. რუსეთმა განაცხადა, რის გაკეთებას აპირებდა და აკეთებს ამას.
ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია – ევროკავშირის ინტერესებში შედის საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, რომ ხელი შევუშალოთ რუსეთს, რომ გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში, რის გაკეთებასაც ის ცდილობს და ეს გახლავთ მნიშვნელოვანი მომავლისთვის, კომუნიკაციისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალ წლებში, ათწლეულებში. ჩვენ ეს უნდა ავიცილოთ თავიდან, მოვლენების ასეთი განვითარება” – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

იტვირთბა....