ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია… საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ!” – ზურაბიშვილი სააკაშვილისა და ნავალნის შედარებაზე

“არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია… საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ!” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Bloomberg-თან ინტერვიუში ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის შედარებას.

“შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება… თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახან აქ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის; რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....