ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ციხიდან გამოხვედით და იძახით, „ნაცი“ არ ვარო, უცებ გაემიჯნე, ეს კითხვას აჩენს, „ქოცებმა“ ხომ არ გადაგიბირეს?!” – იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიაზე

ხვიჩია - გვარამია

ციხიდან გამოხვედით და იძახით, „ნაცი“ არ ვარო, უცებ გაემიჯნე, ეს კითხვას აჩენს, „ქოცებმა“ ხომ არ გადაგიბირეს?! – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განუცხადა.

“წარმოიდგინეთ, ციხეში შესვლამდე პირწავარდნილი „ნაცი“, „ნაცების“ მთავარი პროპაგანდისტი იყავით, ციხიდან გამოხვედით და იძახით, „ნაცი“ არ ვარო. თან ხვდებით მიშას და თან, გამოდის ინფორმაცია, რომ „ნაცებში“ თქვენს პირობებს აყენებთ. ჩემი აზრით, სრულიად ლეგიტიმურია, რომ ეს ვაჭრობად ჩავთვალოთ – ფულზე, პარლამენტის სიებზე, ან ორივეზე ერთად. სხვა დაშვებაა, რომ ციხიდან გამოხვედი შეწყალების შედეგად და უცებ „ნაცებს“ გაემიჯნე – ეს ბევრად მეტ კითხვას აჩენს იმასთან დაკავშირებით, „ქოცებმა“ ხომ არ გადაგიბირეს და წინასაარჩევნოდ ხომ არ გამოგიშვეს, რათა „ნაცებს“ მთავარი პროპაგანდისტული საშუალება წაართვა. აქედან გამომდინარე, ჩემი ეჭვი ვაჭრობასთან დაკავშირებით ბევრად უფრო მორალურია და ბუნებრივად ასახავს იმას, რომ ნიკა გვარამია კი არ გადახტა „ქოცებთან“, არამედ თავის გუნდის შიგნით სრულიად ლეგიტიმურად უფრო მეტ გავლენაზე ვაჭრობს. მგონია, რომ ეს სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმური ამბავია“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იტვირთბა....