ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ცხადია, ის მოკლა პუტინმა” – ვოლოდიმირ ზელენსკი ალექსეი ნავალნიზე

ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება და მის სიკვდილში პირდაპირ ადებს ხელს რუსეთის პრეზიდენტს:

„ახლა ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. ცხადია, ის მოკლა პუტინმა, ისევე როგორც ათასობით სხვა, ვინც ამ ერთი არსების გამო აწამეს. პუტინს არ აინტერესებს ვინ მოკვდება, სანამ ის თავის პოზიციას ინარჩუნებს.

პუტინმა უნდა დაკარგოს ყველაფერი, უნდა დაკარგოს ყველაფერი და აგოს პასუხი იმისთვის, რაც გააკეთა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....