ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა

reuters-ის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.

ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივი დეპარტამენტის  სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს.

14 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნი პატიმრობის პერიოდში ოცდამეშვიდედ გაგზავნეს სადამსჯელო საკანში.

ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.

იტვირთბა....