2023 წელს მსოფლიოში 99 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა. სტატისტიკას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, 2023 წელს დაღუპულ ჟურნალისტთა რაოდენობა 2022 წლის მაჩვენებელს 44%-ით აღემატება. 72 ჟურნალისტი მხოლოდ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის პირველ სამ თვეში მოკლეს. მათი უმრავლესობა პალესტინელია.
ამავე მონაცემებით, 2023 წელს უკრაინაში მედიის წარმომადგენელთა დაღუპვის შემთხვევები შემცირდა. დაიღუპა ორი ჟურნალისტი – უკრაინელი ბოგდან ბიტიკი და ფრანგი არმან სოლდენი.