ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აღარ ვარ პრემიერი, მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი – ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი” – ირაკლი ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველ ბრიფინგს მართავს. მან პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ღალატი ჩაიდინა. კითხვა ეხებოდა ფაქტს, რომ ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაში მთავრობის თანხმობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ისიც იზეიმებს დიდ წაგებას ოპოზიციასთან ერთად”.

“მე პირდაპირ ვიტყვი, ახლა უკვე ჩემ თავს მივცემ უფლებს, ვინაიდან აღარ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი და პარტიის ხელმძღვანელი ვარ, სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი, თითოეული ჩვენი პარტიის თითოეული წევრის თვალში, ჩვენი გადმოსახედიდან, ის არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, მან უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, არაერთგზის და სამწუხაროდ, აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. რა შეიძლება ამაზე გიპასუხოთ, გარდა იმისა, რომ სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი გუნდის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიერ მოყვანილი პრეზიდენტისგან”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პრეზიდენტს “შეახსენა”, რომ მისი მისი რეიტინგი, ღარიბაშვილის თქმით, 1% იყო და ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ “იგი მოიყვანა პრეზიდენტად”.

იტვირთბა....