ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მამალაძის ციხეში ყოფნა ივანიშვილს არ აწყობდა, დეკანოზის გამოშვება არჩევნებს უკავშირდება” – მეუფე პეტრე

რატომ მიიღეს დეკანოზის გათავისუფლების გადაწყვეტილება ახლა, როცა ამას არავინ ელოდება? – მეუფე პეტრე ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძის ციხიდან გამოშვება პირადად კობახიძე-ივანიშვილის მიერ წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯია.

მეუფე პეტრე “ტვ პირველთან” ამბობს, რომ გიორგი მამალაძის თემის გაღვივება ბიძინა ივანიშვილს არ აწყობდა.

სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნები ბიძინა ივანიშვილისთვის ბევრად მძიმე გადასაგორებელია:

ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილისთვის ბევრად მძიმე გადასაგორებელია, ვიდრე 2020 წლის, ახლა ბევრად მეტად უჭირს, ამიტომ დათმობებზე წავიდა. არანაირად არ აწყობდა საარჩევნოდ (გიორგი მამალაძის ციხეში ყოფნა). არ გამოვრიცხავ, რომ ირაკლი კობახიძემაც რაღაც მანტია მოისხა, სწორი რჩევა მისცა და თავისი გაიტანა. იქ ღარიბაშვილ იაკობის (ბოდბელი ეპისკოპოსი) ახლო მეგობრობა ხომ ვიცით. კობახიძემ კი მოინდომა საარჩევნო პრობლემების აქედანვე მოგვარება. ხომ ვიცით, რომ ყველაფერი რაც ხდება, წლის ბოლოდან დღემდე, არჩევნებს უკავშირდება. მათ შეეშინდათ წინასაარჩევნოდ ამ თემის ცუდად გახსნა-გაღვივების გამოჩხრიკა არ ყოფილიყო. თან თუ სტრასბურგი დაასწრებდა და აღსრულებას მოთხოვდა… კობახიძემ ხომ თითქოს ევროპელის მანტია მოისხა”- ამბობს მეუფე პეტრე.

იტვირთბა....