რუსეთი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის რამდენიმე ათეულ ადამიანზე ძებნას აცხადებს. მათ შორის ყველაზე მეტი – 100 ადამიანი საქართველოდანაა.
ინფორმაცია „მედიაზონამ” გამოაქვეყნა.
გამოცემის თანახმად, რუსეთის ძებნილთა სიაში მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთია – რუსეთის მიერ 90 ძებნილი მეომრით. მესამეზე ბელორუსი – 61 ადამიანი.
საქართველოდან ძებნილთა შორის არიან:
ალეკო ელისაშვილი – დეპუტატი.
ირაკლი ოქრუაშვილი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი.
კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო.
ალეკო ელისაშვილი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად 2022 წლის მარტში წავიდა და იქ რამდენიმე თვე დაჰყო. იმავე წლის მარტში წავიდა საომრად ირაკლი ოქრუაშვილიც. დომენიკ მანგო კი უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე გაემგზავრა.