რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს.
ე.წ. სტამბოლის ბაზარზე სროლის შედეგად გუშინ 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა.
არსებული ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გუშინ გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო.
დაჭრილი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება და მძიმე მდგომარეობაშია.