ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია 9 პირი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნობით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში უკა­ნო­ნო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა ამო­ი­ღეს – და­კა­ვე­ბუ­ლია 9 პირი.

„თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ი.ნ. და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას პის­ტო­ლე­ტი, მჭი­დი და 12 ვაზ­ნა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლოს, ლა­გო­დე­ხის, ყვარ­ლის, დე­დოფ­ლის­წყა­როს და სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სხვა­დას­ხვა დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად 4 პირი: 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი დ.ბ., 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.მ., 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.შ. და 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ვ. და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია: 3 ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, გა­დაჭ­რი­ლი სა­ნა­დი­რო თოფი, 4 მჭი­დი, 77 ვაზ­ნა და 1 ხელ­ყუმ­ბა­რა.

აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის ა.ო. -ს პი­რა­დი და დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი, 41 ვაზ­ნა და მჭი­დი.

ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში არა­ერ­თი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ე.-ს პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 15 ვაზ­ნა და მჭი­დი.

ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მარ­ნე­ულ­ში, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ჰ.-ს დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 10 ვაზ­ნა და მჭი­დი.

შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა. და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი, მჭი­დი და 15 ვაზ­ნა ამო­ი­ღო.

ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, – აღნიშნულია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გაზიარება

იტვირთბა....