“ეს სერიოზული შეცდომაა…რატომ ანიჭებს [აშშ] ლეგიტიმურობას “ქართულ ოცნებას” ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე?” – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩეველი ტერე ჰელანდი სოციალურ ქსელში წერს და NATO-ს რამშტაინის სამიტზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლის, ირაკლი ჩიქოვანის დასწრებას ეხმიანება.
“როგორ შეიძლებოდა, რომ “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ჩიქოვანი NATO-ს რამშტაინის სამიტზე ყოფილიყო? პარტიიდან, რომელიც დაკავშირებულია გაყალბებულ არჩევნებთან, ადამიანის უფლებების დარღვევებთან და რომელსაც ხელმძღვანელობს ივანიშვილი – სანქცირებული რუსი ოლიგარქი? NATO-ს ასეთი რეჟიმის ლეგიტიმაცია ძირს უთხრის უკრაინის მოკავშირეებს. ეს სერიოზული შეცდომაა…
შესწორება: “ქართული ოცნების” წარმომადგენლის, ირაკლი ჩიქოვანის რამშტაინის სამიტზე დასწრების გამო NATO-ს აკრიტიკისას, უნდა აღვნიშნო:
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) მიწვევებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო გასცემს, ლოიდ ოსტინის ხელმძღვანელობით და პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ.
რატომ იწვევენ ფიგურას, რომელიც არჩევნების გაყალბებასა და რუსულ გავლენას უკავშირდება?
თუ აშშ-ს ნამდვილად სურს დემოკრატიის და თავისი მოკავშირეების მხარდაჭერა, რატომ ანიჭებს ლეგიტიმურობას “ქართულ ოცნებას” ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე?
ეს არ არის NATO-ს შეცდომა – ეს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაა.
ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს. მოდით, ვუთხრათ მათ,” – წერს ჰელანდი.