“ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს… [რეჟიმი] სარკისებურად იმეორებს ტაქტიკებს პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რიჰარდ კოლსი სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს საქართველოს სხვა მეგობრებთან ერთად ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მან დეტალურად აღწერა საგანგაშო ვითარება საქართველოში, სადაც რეჟიმი ძალაუფლების კონსოლიდაციას ახდენს და ავტორიტარული მმართველობისკენ მიდის. საკანონმდებლო ზომები – მათ შორის საჯარო სამსახურის დასუსტება, მისი ერთგული პირებით დასაკომპლექტებლად და დემონსტრაციების მონაწილეების ოჯახების სამიზნეში ამოღება – სარკისებურად იმეორებს ტაქტიკებს პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან.
ეს არის სახიფათო კურსი, რომელსაც მივყავართ რეპრესიულ მმართველობამდე და ძალზედ ძნელია უკან შემობრუნება მას შემდეგ რაც დამკვიდრდება. მე მოვუწოდე პრეზიდენტს და პარლამენტარებს აქტიური კოორდინაციისკენ და შინაარსიანი ჩართულობისკენ ამ ტრაექტორიის დასაძლევად,” – წერს კოლსი.