“იფიცება საქართველო” – 15 იანვარს, 15 საათზე, მასშტაბური საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა.
საყოველთაო გაფიცვისთვის მზადება დაწყებულია. სხვადასხვა ბიზნესი, რომელიც ღიად უპირისპირდება ოლიგარქის ხელისუფლებას გამაფრთხილებელ აქციას აანონსებს.
ეს იქნება მთავარი გზავნილი “ქართული ოცნებისთვის”, რამდენად მძიმე შეძლება იყოს ქვეყნის პერსპექტივა რეჟიმის ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გაგრძელებისა და ქვეყნის იზოლაციის შემთხვევაში.
პლატფორმა “ფრი-ბიზნესზე” გაერთიანებული კომპანიები საერთო გეგმაზე სამსჯელოდ იკრიბებიან, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი ქვეყნისთვის მოსალოდნელი მძიმე ეკონომიკური კრიზისის აცილების შესაძლებლობა იქნება.