ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა თუ სტიქია“ – იოსელიანი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, საქართველოში, ბოლო დღეებში მომხდარ სტიქიურ უბედურებებს გამოეხმაურა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ეკოლოგიაზე, ეკოლოგიის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, შოვის ნაწილზეც. რა თქმა უნდა, ამ ნაწილზეც ჩავერთვებით. ჩვენ ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა თუ სტიქია“, – აღნიშნა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 7 თებერვალს კი ბაღდათის სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანი შეეწირა.
ასევე მეწყრული პროცესები შეინიშნება სურამში.

იტვირთბა....