რუსეთის მორიგი მასიური თავდასხმა უკრაინაზე. ოკუპანტებმა ერთდროულად 6 რეგიონს შეუტიეს. მიკოლაევში განადგურდა ათობით საცხოვრებელი კორპუსი. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დაღუპულია 1 ადამიანი.
ოკუპანტებმა იერიში კიევზეც მიიტანეს. დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი და ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ორი.
ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი.
კიევში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები. მიმდინარეობს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.
ხარკოვის რაიონში დაშავებულია ორი ადამიანი; მაშველები მუშაობენ ლვოვის რეგიონშიც.