ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს არის ივანიშვილის ძალადობრივი ანგარიშსწორება” – “საქართველოსთვის” გაბიტაშვილზე თავდასხმას ეხმაურება

პარტია გახარია – საქართველოსთვის ლაშა გაბიტაშვილზე უცნობი პირების მიერ თავდასხმას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

“საქართველოსთვის” გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ აღნიშნული შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ანგარიშსწორებაა მოქალაქეებზე.

ლაშა გაბიტაშვილზე სამი ნიღბიანი პირის მიერ განხორციელებული თავდასხმა ნათელი გამოხატულებაა იმ რეალობის, რომელშიც ვცხოვრობთ – ეს არის ივანიშვილის ძალადობრივი ანგარიშსწორება მოქალაქეებზე.

ადამიანები, რომლებიც არჩევნებამდე მშვიდობაზე გვესაუბრებოდნენ, დღეს საკუთარ ხალხს სახლებთან უსაფრდებიან, ნიღბებს უკან იმალებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ეს ქმედებები მიუთითებს ერთადერთ მიზანზე – საზოგადოების დაშინებაზე.

ცხადია, მსგავსი ძალადობრივი ქმედებებით ე.წ. ხელისუფლება თავადვე აღიარებს თავის არალეგიტიმურობას და ადასტურებს, რომ მისი არსებობა მხოლოდ ძალადობაზე დგას.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით გადამწყვეტ ეტაპზე, სადაც სოლიდარობა, გონიერება და სიმტკიცე იქნება ჩვენი მთავარი იარაღი, რომლითაც ივანიშვილს დავაკარგვინებთ მისთვის ყველაზე მთავარს – ფულს და ძალაუფლებას, რომელსაც ახალგაზრდების სისხლის და უსამართლობის სუნი ასდის.

ივანიშვილი და მისი რეჟიმი ვერ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოება არ შეურიგდება ძალადობას”. – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 11 თებერვალს, მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს საკუთარ სახლთან 3 უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

იტვირთბა....