საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მედია მენეჯერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუნხეში მიემგზავრება კონკრეტული გზავნილებით და ეს გზავნილები საზოგადოების პრობლემების საერთაშორისო პარტნიორებამდე მიტანაა.
“შეხვედრები, რაც დავიწყე, ერთი მხრივ მიმართულია, რომ მიუნხენში ჩემთან ერთად წამოვიდეს საზოგადოება და მისი პრობლემები, მეორე მხრივ კი ჩემი სურვილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ირგვლივ სხვადასხვა სეგმენტის პლატფორმები შედგეს“. – თქვა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.
ზურაბიშვილმა ასევე დასძინა, რომ შეხვედრები რეგულარულად გაგრძელდება, დღევანდელ შეხვედრაზე დასახელებულ გზავნილებს კი მიუნხენში წაიღებს.
„შეხვედრები, რაც დავიწყე, ერთი მხრივ მიმართულია იმისკენ, რომ მიუნხენში მხოლოდ მე კი არ წავიდე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ჩემთან ერთად წამოვიდეს საზოგადოება და მისი პრობლემები ყველა კუთხით, რაც ქვეყანაშია. ამავე დროს, ჩემი სურვილია, რომ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ირგვლივ, რომელიც შემცირებული, შემჭიდროებულია, შედგეს სხვადასხვა სეგმენტის პლატფორმები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებენ. ამ მიზნით შევხვდი დიპლომატებს და ერთგვარი დიპლომატიური კლუბი შევქმენით. დღეს მედია მენეჯერებთან მქონდა მნიშვნელოვანია შეხვედრა, რომ ერთად ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ქართული მედია გაძლიერდეს იმ მდგომარეობასა და მომენტში, როდესაც მასზე ძალიან დიდი წნეხია, რადგან ყველა დიქტატურული რეჟიმის სამიზნე, რომელიც ცდილობს, რომ გამყარდეს, საზოგადოება და მედიაა… გვექნება რეგულარული შეხვედრები და მზია ამაღლობელი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რადგან ის გახდა სიმბოლო სიტყვის თავისუფლების, წნეხის, რომელიც უპირველესად, რეგიონულ მედიაზე ვრცელდება. ჩვენ ერთად ვიქნებით და როგორც შევძლებ და სადაც შევძლებ, ყველას დავიცავ“. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.