ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას აბსოლუტურად ვიზიარებ, ეს არის არა მთავარი, არამედ ერთადერთი გამოსავალი” – გვარამია

სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას აბსოლუტურად ვიზიარებ, ეს არის არა მთავარი, არამედ ერთადერთი გამოსავალი – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

“ესაა აქ მთავარი, თორემ გასაგებია, რომ შესაძლოა ციფრების ჯამი სხვადასხვანაირად გადალაგდეს, მაგრამ საარჩევნო შედეგები ყოველთვის მშრალი სოციოლოგია და წინასწარი მათემატიკა არაა, ეს ყოველთვის არის ემოციური დამოკიდებულება ადამიანების ნიჰილისტურ განწყობებზე, უბრალოდ არჩევნებზე არ მივლენ, მათ სჭირდებათ ძალის გამოსხივება და იმედის ჩასახვა. წინასწარ ვერ გავაკეთებ განცხადებას, ვიდრე არ ვიქნები მიწვეული ამ შეხვედრაზე, თუმცა ჩემთვის ნებისმიერი ფორმატი არის მისაღები და საჭირო, რომელიც ემსახურება გაერთიანებას, კონსოლიდაციას ძალების, რომელიც ემსახურება ხელისუფლების ცვლილებას, რომელიც დღეს გვყავს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა სალომე ზურაბიშვილთან მე მივალ აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზეც დაველაპარაკები“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკა გვარამიამ.

იტვირთბა....