აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“4 დღეში გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, დავტოვოთ ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, თუ ავირჩიოთ ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს”- მამუკა ხაზარაძე

„ძლიერ საქართველოს“ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ გვაქვს გეგმა, გამოვიწვიოთ „რუსული კანონი“ და სრული ჰარმონიზაცია მოვახდინოთ ევროკავშირის მოთხოვნებთან, იმ 9 პუნქტთან, რომელიც სასწრაფოდ არის დასაწყები- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, კოალიციის საარჩევნო პროგრამას – „ილიას გზას“ სუფთა წარსულის, პატიოსანი, პატრიოტი, პროფესიონალი ადამიანები შეასრულებენ.

„4 დღეში ჩვენი ქვეყანა ისტორიულ არჩევანს გააკეთებს. იმედია, ჩვენი კოალიცია „ძლიერი საქართველო“, ნომერი 9, იქნება თქვენი სწორი არჩევანი. 4 დღეში გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, დავტოვოთ ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, თუ ავირჩიოთ ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. ამაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იგულისხმება ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც მრავალჯერ არის გამოხატული, განმტკიცებულია კონსტიტუციით და რომელსაც ეღობება „ქართული ოცნების“ ის ქმედებები, რომლებიც მათ ამ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელეს.

თქვენ იცით, რომ „ძლიერ საქართველოს“ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ გვაქვს გეგმა, გამოვიწვიოთ „რუსული კანონი“ და სრული ჰარმონიზაცია მოვახდინოთ ევროკავშირის მოთხოვნებთან, იმ 9 პუნქტთან, რომელიც სასწრაფოდ არის დასაწყები. ასევე იცით, რომ „ძლიერ საქართველოს“ აქვს გეგმა, რომ პირველივე სამ კვირაში შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები, რათა დავიწყოთ იმ დაპირების ასრულება, რასაც ჰქვია 1000-ლარიანი პენსიებისკენ სვლა. ყველა ეს და უამრავი სხვა გეგმა, რომელიც ჩვენ გავაერთიანეთ „ილიას გზაში“ იქნება განხორციელებული. ეს გეგმა იქნება განხორციელებული იმ ადამიანების და იმ ლიდერების მიერ, რომლებიც ხელისუფლებაში არ ყოფილან. ესენი არიან სუფთა წარსულის, პატიოსანი, პატრიოტი, რაც მთავარია, პროფესიონალი ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ჩვენ შევკრიბეთ „ძლიერ საქართველოში“. სწორედ ეს ადამიანები შეცვლიან იმ 20-წლიან მანკიერ პოლიტიკურ სისტემას, რომელი იყო ჩვენი სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

იტვირთბა....