ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ ბოლო პრემიერ-მინისტრი იქნება, რომელიც მთავრობას ოპოზიციას გადააბარებს” – მანჯგალაძე

“ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ ბოლო პრემიერ-მინისტრი იქნება, რომელიც მთავრობას ოპოზიციას გადააბარებს” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

“ველოდები, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი გამონათქვამები, იმიტომ, რომ ისინი ზნეს არ შეიცვლიან, ეს არის მათი ბუნება, რომ თქვან, მოიქცნენ გამომწვევად, შემდეგ ამას მოჰყვეს რეაქცია პრეზიდენტის და ოპოზიციის მხრიდან და გადაიზარდოს პოლიტიკურ კინკლაობაში. რატომ? – ამას მიზანმიმართულად აკეთებენ რომ მთავარ საკითხებზე, რაზეც „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი, ხალხმა სიმართლე არ გაიგოს.

რატომ არ არის სამუშაო ადგილები? რატომ გარბის საქართველოს მოქალაქე საქართველოდან? რატომ შიმშილობენ ბავშვები? რატომ არ აქვთ ჩვენს პენსიონერებს ღირსეული ცხოვრების პირობები? – ამაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“ და ამ დისკუსიებში რომ არ ჩავერთოთ და ვამხილოთ ისინი, ურჩევნიათ პოლიტიკურ კინკლაობაში ჩაგვითრიონ. ამიტომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, გამარჯვების კოალიცია ამ კინკლაობაში ჩართვას, რაც არ უნდა თქვან არ ვაპირებთ, მაგრამ საქმიან დისკუსიებში დიახაც, ვამხელთ და გამოვიწვევთ „ქართულ ოცნებას“, იმიტომ, რომ მოქალაქემ ზუსტად იცოდეს, სად არის გამოსავალი“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

იტვირთბა....