ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ჩვენი საჩივარი ნატა ფერაძის დაკავებასთან დაკავშირებით” – საია-ს თავმჯდომარე

საია-ს თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი ნატა ფერაძის დაკავებასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო.

“სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ჩვენი საჩივარი ნატას საქმეზე. დაუშვებლობის არგუმენტები შაბლონურია – ახალი გარემოებები და მტკიცებულებები არ არის საჩივარშიო. ახალ მტკიცებულებებზე მსჯელობას არავინ ითხოვდა. სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა რამდენად დასაბუთებული იყო საქალაქო სასამართლოს დადგენილება, განსაკუთრებით, გამოყენებული სანქციის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია და თავიდან მოიშორა საქმე“ – წერს ქურდოვანიძე.

იტვირთბა....