ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, არ მოხდებოდა აგვისტოს ომი” – ღარიბაშვილი

2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, არ მოხდებოდა აგვისტოს ომი – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“შეიძლება, გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული. 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ მოხდებოდა აგვისტოს ომი. მინდა, დღესაც გავიმეორო, რომ სწორედ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად. მინდა, პირადი მადლობა გამოვხატო ჩვენი პარტიის დამფუძნებლისადმი იმის გამო, რომ მომცა შესაძლებლობა, ამ უმნიშვნელოვანესი პროცესების მონაწილე ვყოფილიყავი ორჯერ პრემიერ-მინისტრის, თავდაცვისა და შს სამინისტროების თვალში. ჩემთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება მემსახურა საქართველოსთვის. დღეს მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. იმ თანადგომისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, პარტიის ხელმძღვანელობას, თითოეულ წევრს, მინისტრებს, სამინისტროებს, საჯარო მოხელეებს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი ხალხი, რომლის ნდობა და მხარდაჭერა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის უმთავრესი სტიმულია“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....